Tuesday, December 7, 2010

მწავეყვავილას პანთეონი

პანთეონი მწვანეყვავილას ზაქარია ქვარიანისეული მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ეზოშია. პანთეონს ჩვეულებრივი სასაფლაოდან ერთი ბილიკი ჰყოფს. იგი მწვანეყვავილას კონცხის პლატოზეა განთავსებული. 
მწვანეყვავილაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი 1956 წელს დაარსდა. პირველ ეტაპზე პანთეონში გამოჩენილ ადამიანთა ნეშტები ქალაქის სხვადასხვა სასაფლაოდან გადმოასვენეს. აქ განისვენებენ: იოსებ ოცხელი, რომელმაც გახსნა პირველი ქართული გიმნაზია დასავლეთ საქართველოში, მელიტონ ბალანჩივაძე - ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი, ვალერიან მიზანდარი - ცნობილი მხატვარი და მოქანდაკე, ვასილ ამაშუკელი - პირველი კინო-დოკუმენტალისტი და სხვები. თუმცა, მათ გვერდით ნაკლებად ცნობილი პიროვნებებიც გვხვდებიან. 
პანთეონში დღეისათვის სულ 40 ადამიანია დაკრძალული. ბოლოს აქ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ომში დაღუპული ლევან კოხრეიძე და დამსახურებული ექიმი ამური ბაბუხადია დაკრძალეს. 


 იაკობ ნიკოლაძე (1798-1871) და ელისაბედ ლორთქიფანიძე (1816-1878)
იაკობ  მამუკას ძე ნიკოლას  და ელისაბედ ფირანის ასული ლორთქიფანიძენიკოლაძისა,  იყვნენ გამოჩენილი  ქართველი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის  მშობლები. მათ შვიდი შვილი აღუზარდეს  სამშობლს: ნატალია, ნიკო, ანასტასია, ვლადიმერი, ოლიმპიადა, ეკატერინე, გიორგი, ეფროსინე, კონსტანტინე.      

   იაკობი, ყმა გლეხის, მამუკა  ნიკოლაძის შვილი იყო, რომელიც ბატონს გაექცა  და ქართლს  შეაფარა თავი.

იაკობი ბავშობიდანვე გამრჯე და ინტერესიანი ყოფილა. “უსწავლელი“, ენერგიული და ნიჭიერი გლეხი–ასე ახასიათებდნენ მას. განათლება არ მიუღია, რასაც ძალიან განიცდიდა და ამბობდა: ,,რაც მე დამაკლდა სწავლის მხრივ, ჩემი მშობლებისაგან, მინდა ჩემს შვილებს მივცეო“.

იაკობ ნიკოლაძემ ცოლად შეირთო ჯიხაიშელი ელისაბედ ფირანის ასული ლორთქიფანიძე, განათლებული ქალი, რომელსაც ზეპირად სცოდნია ”ვეფხისტყაოსანი“ და სხვა ქართლი ნაწარმოებები. ელისაბედს ჩვეულებად ჰქონია სადილის შემდეგ, ორი საათი ეკითხა „ ვეფხისტყაოსანი“ და ამ გზით ბავშვებსაც ათვიცნობიერებდა.

    ნიკო ნიკოლაძე იგონებს: “დედაჩემი მშვენიერი მწიგნობარი იყო, მთელი „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცოდა, ბევრი სხა ნაბეჭდს და ხელნაწერ ქართულ წიგნებს მუდამდღე უკითხავდა მამაჩემს, ჩვენ ბავშობიდანვე გვიყვარდა ყურის გდება. ეს კითხვა უკეთესი გართობა იყო ჩვენს სახლში“.

         იაკობ ნიკოლაძემ წარმატებებს უდიდესი შრომითა და გარჯით მიაღწია.

იაკობ ნიკოდაძე ის პირველი კომერსანტი იყო, რომელიც არა მარტო რუსეთში, არამედ  საქსონიაში „ლეიპციგის იარმორკაზეც“ ჩავიდა და საქსონურ ფაიფურსაც აუღო ალღო. აკაკი წერეთელი აღნიშნავდა: „იაკობი ნასწავლი რომ ყოფილიყო, კარგი რამ იქნებდა. ის ხომ შესანიშნავი ჭკუის პატრონი, გამჭრიახი და წინდახედულიაო“.

        იაკობ ნიკოლაძე პირველი ქართველი დიდვაჭარი (ბიზნესმენი) იყო, რომელიც პირველად გადავიდა შავი ზღვით ფოთიდან ოდესაში. მას გემით მგზავრობა უფრო ხელსაყრელად და მომგებლიანად მიაჩნდა. ამ ხერხს შემდგომში სხვებმაც მიმართეს, რამაც ხელი შეუწყო ცხოვრების გაიაფებას იმერეთში.

         იაკობ ნიკო ლაძეს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული რუსეთ–თურქეთის ომებში, სადაც მამაცობისთვის რამოდენიმე ჯილდოც (წმინდა გიორგის ჯვარი) დაუმსახურებია. პირადად იცნობდა მარი ბროსეს.

იაკობ ნიკოლაძე გარდაიცვალა 1871 წელს. ელისაბედ ლორთქიფანიძე – ნიკოლაძისა გარდაიცვალა 1878 წელს.
















გიორგი მაისურაძე  (1817-1885)


გიორგი ივანეს -ძე მაისურაძე  დაიბადა 1818 წლის 6 ივლისს, სოფელ წინანდალში (თელავის რაიონი) ალექსანდრე ჭავჭავაძის ყმის ოჯახში.
გიორგიმ  სიყრმიდანვე  გამომჟღავნა მხატვრობის ნიჭი, რითაც ალექსანდრე გარსევანის-ძე ჭავჭავაძის ყურადღება მიიპყრო. მისივე დახმარებით გაემგზავრა რუსეთში, ორი წელი იცხოვრა მოსკოვში (1835-1837) ალექსანდრე ჭავჭავაძის ბიძასთან, ქართველ საზოგადო მოღვაწესთან, გიორგი ავალიშვილთან, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობდა არა მარტო რუსეთში მცხოვრებ ქართველთა წრეში, თვით მეფისწულთა შორისაც კი. სწორედ მან გააცნო გიორგი მოსკოველ ქართველებს.
1837 წელს სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო სასამართლოს პალატის მეორე დეპარტამენტში გენერალ-მაიორისა და კავალერის -თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის თხოვნით შედგენილ განთავისუფლების სიგელში პირდაპირაა მითითებული, რომ ,,მხოლოდ იმ უჩვეულო წარმატებათა წაქეზებისათვის, რაც მაისურაძემ გამოიჩინა უკანასკნელ ორი წლის განმავლობაში ფერწერასა და ხატვაში ვათავისუფლებო (ყმობიდან).
1837 წლის 15 ოქტომბერს მისცეს ბილეთი №577, რომლის თანახმადაც შეეძლო პეტერბურგში მეცადინეობა და ცხოვრება ექვსი წელი.
რუსეთში გატარებულმა წლებმა (1837-1844 წწ.)  დიდი გავლენა მოახდინა გიორგის მხატვარდ ჩამოყალიბებაზე. იგი იყო პირველი ქართველი ფერმწერი, რომელმაც განათლება პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, დიდი რუსი მხატვრის კ.ბრიულოვის სახელოსნოში მიიღო.
1844 წელს წარშინებით დაამთავრა საიმპერატორო სამხატვრო აკადემია და მიენიჭა ,,კლასგარეშე“ მხატვრის წოდება, მხატვრისათვის დაწესებული პრივილეგიებით და უფლებებით.
1850 წლის ოქტომბერში გ. მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისში დასახლდა. 1851 წლის 31 იანვარს მუშაობა დაიწყო კლასიკურ გიმნაზიაში (ახლანდელი №1 საჯარო სკოლა) კალიგრაფიისა და ხაზვა-ხატვის მასწავლებლად.
ისტორიკოსი სიმონ ქვარიანის გადმოცემით (გიორგი მაისურაძის მოწაფე იყო) გიორგი ყოფილა ,,წყნარი და პატიოსანი ადამიანი. გამოირჩეოდა  თავისი ხასიათია და თავისებურებებით სხვა  მასწავლებლისაგან. არტისული  ბუნების ადამიანი, საოცარი მეოცნებე, გულღათხრობილი და თავის თავში ჩაკეტილი. გულის მოსვლა უცებ იცოდა. ტანით საშუალო, მხარბეჭიანი და წარმოსადეგი. ზაფხულობით ტანზე იცვამდა ლურჯ სერთუკს და თეთრ შარვალს. ჟილეტის ერთ ჯიბეში ჩადებული საათი მეორე ჯიბეზე ჰქონდა ძეწვით მიმაგრებული. მუდამ თავის საქმით იო დაკავებული“.
პედაგაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად დადიოდა  ახლო-მახლო სოფლებში და ცდილობდა  ტილოზე აღებეჭდა თანამედროვე ადამიათა პორტრეტები.
პორტრეტის ჟანრის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს ,, წუთისოფლისადმი სამდურავი“ (დ,გურამიშვილის პორტრეტი),  ,,ალექსანდრე ბაგრატიონი“(1825წ.) ექიმების: ვორონცოვისა და ნახარიშვილის პორტრეტები, აგრეთვე ალ. ჭავჭავაძის  პორტრეტი (1845 წ.)
გ.მაისურაძემ შთამომავლობას დაიტოვა მხატვრულიპორტრეტების გალერეა. საზოგადოებისათვის ცნობილია აგრეთვე გ. მაისურაძის მიერ შესრულებული სამი ხატი, ორი მაცხოვრის სახე და ერთი წმ. იაონესი.
გ.მაისურაძემ მთელი სიცოცხლე ქართული სახვითი კულურის აყვავების საქმე შესწირა.
1856 წლის 26 აგვისტოს გ. მაისურაძე დაჯილდოვებული იქნა მანიფესტით: მუქი ბრინჯაოს მედლით, წმინდა ანდრია პირველი მოციქულის ლენტზე სახსოვრად ოსმალეთთან წარმოებული ომისა 1853-1856 წლებში.
გიორგი მაისურაძის მიერ შესრულებული პორტრეტთა  დიდი უმრავლესობა, სამწუხაროდ, მიკვლეული არ არის.
გ.მაისურაძე გარდაიცვალა ქუთაისში, 1885 წლის 18 ივლისს.
გაბრიელ ქიქოძეს მის დასაფლავებაზე უჩქვამს: ,,გიორგი  მაისურაძის სიკვდილით საქართველომ ერთ-ერთი უწყინაი, ალალი და ქართული კულტურის მესვეური, დიდად ნიჭიერი ოსტატი დაკარგაო“.













იოსებ შარაბიძე   (1840–1898)
იოსებ პეტრეს ძე შარაბიძე დაიბადა 1840 წელს 1853 წელს იგი შეიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.
            სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1861 წელს, სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც იოსები დაეწაფა ქართულ და საეკლესიო გალობას, რამაც შეუწყო ხელი ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის, ძლიერი ხმის გამომუშავებაში.
            სემინარიის დამთავრებისთანავე ი. შარაბიძე მარტვილის სასულიერო სასწავლებელში გაგზავნეს საეკლესიო გალობის მასწავლებლად.
            1877 წელს ი. შარაბიძე ქუთაისში გადმოიყვანეს საკათედრო ტაძრის მთავარ დიაკვნად. იმავე წელს დაინიშნა სასულიერო სასწავლებლის სლავური საეკლესიო გალობის მასწავლებლად. იგი მთელ დროს მუსიკისა და სიმღერის შესწავლას ახმარდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლოტბარებთან და ხალხური სიმღერების მცოდნეებთან.
იოსებ შარაბიძე ოჯახთან ერთად
            მუსიკით დიდად გატაცებულმა ი. შარაბიძემ მალე ფისგარმონია შეიძინა, რაც იშვიათი იყო მაშინდელი ქართული ოჯახისათვის.
            ი. შარაბიძე მეგობრობდა მომღერალ ფილიმონ ქორიძესთან, რომელმაც ვაჟთა გუნდი შეადგინა. ხშირად ეს გუნდი შარაბიძეების სახლში ატარებდა რეპეტიციებს, რამაც გავლენა მოახდინა იოსების ვაჟებზე. მიხეილი და ნიკოლოზი მუსიკოსები გახდნენ.
იოსებ შარაბიძის საფლავი  პანთეონზე
1890 წლის 30 ნოემბრიდან იოსებ შარაბიძე თავს ანებებს სასულიერო სახწავლებელს და მხოლოდ არქიდიაკონის მოვალეობას ასრულებს საკათედრო ტაძარში.
1890 წელს გამოიცა ი. შარაბიძის წიგნი „ქართული სახელმძღვანელო ნოტებისა, ანუ ნოტების პირველი დაწყებითი ანბანი“, რომლის შედგენაზეც იგი წლების მანძლზე მუშაობდა.
ი. შარაბიძე გარდაიცვალა 1898 წლის ივლისში.





სიმონ გუგუნავა(1839-1909წწ.)

სიმონ დავითის   ძე  გუგუნავა   დაიბადა 1839წლის 30 ივნისს   გურიაში სოფელ ძიმითში  თავად   გუგუნავას  ოჯახში     1850 წელს 11 წლის ასაკში სიმონი შეიყვანეს  ოზურგეთის   სასწავლებელში  1889 -1904 წ ლეჩხუმის მაზრის   მომრიგებელებელი  მოსამართლე მას ეკუთვნის  პოემა  თამარიანი  რომელიც  1887წელს დაწერა  ის ავტორია რამდენიმე  ლექსის  1893 წლის 22 აგვისტოს სოფელ აკეთში  გაიხსნა  გურიის    სახალხო   წიგნთსაცავი  ის   გარდაიცვალა 1909 წლის 18 ივლისს 1956 წელს  მწანეყვავილას  პანთეონში  გადმოასვენეს              
მწვანე ყვავილას პანთეონიდან


ამირან      იაშვილი დაიბადა 1924 წლის   24 აგვისტოს    მამა     იურისტი  იყო  ის ექიმი     1949 –1950წწ. მუშაობდა  წალენჯიხის რაიონში საექიმო   გამგედ.  1950–1952წწ ცაგერის რაიონში სოფელ უსახელოს საექიმო    უბნის გამგედ. 1952–61წწ მუშაობდა ავტოქარხანაში        ქირურგიულ  განყოფილების    ორდინატორად. 
 1961-1980წწ. ქუთაისის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორია.
1964 წელს  მიენიჭა  ,,შრომის დამკვრელის" საპატიო წოდება.
 1965 წელს ნაყოფიერი მუშაობისათვის დააჯილდოვეს ,,საპატიო    სიგელით."   
1994– 200 წწ   მუშაობდა ქუთაისის   საეკლესიო  საავადმყოფოში      ექიმ ქირურგ–ორდინატორად. ის იყო ექიმ – ქირურგთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების წევრი.
2007  წლის  10 ივნისს     მას  მიენიჭა  ,,შრომის ვეტერანის"  წოდება.
 ამირან იაშვილი გარდაიცვალა 2007 წლის 22 ოქტომბერს.


  
მიხეილ ნესტონის  ძე  ალავიძე  დაიბადა 1916 წლის 24 მაისს ცაგერის რაიონის სოფელ საირმეში. 
    1924-27  წლებში სწავლობდა  საირმის და   ლაილაშის სოფლის სკოლებში.    შემდეგ     სწავლა  გააგრძელა    ქუთაისის  მესამე შვიდწლედში(1927 -1931 წ).
 1931-34 წლებში სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ტექნიკუმში. 
  1934 წ ჩაირიცხა და 1938 წელს წარჩინებით დაამთავრა  ქუთაისის   სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი  და   იქვე დაიწყო   მუშაობა ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის (1938წ), დოცენტისა (1956წ), და პროფესორის თანამდებობაზე. კითხულობდა ქართული გრამატიკის, სტილისტიკისა და დიალექტოლოგიის კურსებს ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
   1952 წელს გახდა მწერალთა კავშირის წევრი.  1955 წელს  მიხეილ ალავიძემ  დაიცვა  დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: ,, ლეჩხუმური ლექსიკა " და ასე ლეჩხუმურ დიალექტს,ქართულ კილოთა შორის, საკუთარი ადგილი მიუჩინა.
    1985-90  წწ. მუშაობდა სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ქართული ენის კათედრის გამგედ. ალავიძემ   მრავალსაუკუნოვანი    ქუთაისის   იუბილეს  მიუძღვნა ლექსთა კრებული ,,ქართველი პოეტები ქუთაისს".
  დაჯილდოებულია  მედლებით   ,,მამაცური    შრომისათვის  1941- 45 წლების  დიდი სამამულო ომში", ,,მამაცური შრომისათვის "და სამკერდე ნიშნით ,,სახალხო განათლების წარჩინებული.
   1995 წელს ის აირჩიეს საპატიო მოქალაქედ.  მიხეილ ალავიძე  გარდაიცვალა 1996 წლის 27    სექტემბერს .



გიორგი ზდანვიჩი (მაიაშვილი ) (1855-1917წწ.)
საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და კრიტიკოსი მწერალი გიორგი ფელიქსის– ძე ზდანოვიჩი (მაიაშვილი) დაიბადა 1855 წლის 4 ნოემბერს ქუთაისის პოლონელი სამხედრო ექიმის, ფელიქს ზდანოვიჩის ოჯახში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო დედის მარიამ (მაია) მანუჩარის –ასულ მიქელაძის ხელმძღვანელობით, რომელიც კარგად იცნობდა ქვეყნის ისტორიას, ლიტერატურას. სწორედ მან შაეყვარა გიორგის ,,ვეფხისტყაოსანი“. საზოგადოებაში მას ჭკვიან ,განათლებულ და ნიჭიერ ქალბატონად იცნობდენენ.
გიორგი ზდანოვიჩმა 1871 წელს ქუთაისის კლასიკური გიმნაზია წარჩინებით დაამთავრა. იმავე წელს იგი პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, ხოლო 1873 წელს სასწავლებელად  პეტერბურგის სამხედრო–სამედიცინო  აკადემიაში გადავიდა ქირურგიის საფუძვლიანად დაუფლების მიზნით.
1874  წელს მოსკოვში მიემგზავრება. 1875 წელს სექტემბერში კი რევოლუციური მოღვაწეობისათვის დააპატიმრეს.
1877 წელს  პ.ა. ბარდინასთან, ი.ს. ჯაბადართან და სხვებთან  ერთად  ,,50-ანელების“ პროცესზე გაასამართლეს და მიუსაჯეს ციმბირში გადასახლება  6 წლითა და 8 თვით.
1886 წელიდან ცხოვრობდა ტომსკში და ხელმძღვანელობდა ,,სიბირსკაია  გაზეტას“.
1889 წელს გ.ზდანოვიჩი დაბრუნდა საქართველოში და ქუთაისში დასახლდა. მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ  მწერლები და მოღვაწეები:  კ.აბაშიძე,  დ.ნაზარიშვილი, ნ. ნიკოლაძე,  კ.ლორთქიფანიძე და სხვა.
გ.ზდანვიჩის სახელი მჭიდროდაა  დაკავშირებული  საქვეყნოდ განთქმული  ჭიათურის მარგანეცის მრეწველობასთან.  ის დაინტერესებული იყო ქვეყნის სამეურვეო ცხოვრების გაუმჯობესებით, რაც ქართველი ხალხის სციალურ და ეროვნული განვითარების ქვაკუთხედად მიაჩნდა.
გიორგი ზდანოვიჩი იყო მარგანეცის მრეწველთა  წარმომადგენლობითი ორგანოს ყრილბის დაარსების ინიციატორი და ამ საქმის ორგანიზატორი.  ის 1896-1917 წლებში ყრილობის უცვლელი ხელმძღვანელია. ამ  ორგანომ მთავრობას არაერთი წერილი წარუდგინა სადაც აღწერილი იყო მრეწვლეთა გაუსაძლისის პირობები.
იმ პერიოდში არ ყოფილა ჭიათურაში არცერთი ღნისძიება რომელშიც გიორგი ზდანოვიჩი არ იღებდა მონაწილეობას. აკეთებდა  ქუჩებს,  გზებს, ხიდებს, მუშათა თეარტრებს,  სასდილოს, ბიბლიოთეკებს, აბანოს, წყალსადენებს. საკანალიზაციო სისტემებს დასხვა მშენებლობებს. აგებული იქნა მცირე ელექტო სადგური. და 1907 წლიდან ჭიათურის მოსახლეობა ელექტრო განათებით სარგებლობდა. გაყვანილი იქნა სატელეფნ ხაზები.
1897 წელს ჭიათურაში გაიხსნა საექიმო პუნქტი აფთიაქი.  გ. მაიაშვილის ინიციატივით შეიქმნა მუდმივი საკონტროლო  კომისია, რმელმაც მრეწველებსა და უცხოეთის ფირმის წარმომადგენლებს საგრძნბლად შეუზღუდათ მუშაობის წონაში მოტყუების შესაძლებლობა.
1911-14 წლებში ჭიათურაში უკვე არსებობდა  ჭიათურის საქალაქო სასწავლებელი, ჭიათურის ვაჟთა უმაღლესი სასწავლებელი, ქალთა დაბალი დაწყებითი სასწავლებელი,  სამთო ტექნიკის განყოფილება და სხვა. მან მთელი თავისი ნიჭი, გონება და რკინისებუირი ნებისყოფა მშობელი ხალხის კეთილდღეობისთვის ბრძოლას შესწირა.
გიორგი ზდანოვჩი, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფბის შედეგად, 1917 წლის 30 ივლიის გარდაიცვალა. 1917 წლის 9 აგვისტოს იგი დაკრძალეს ქუთაისში, აქრიელის გორაზე ბაგრატის ტაძრის გალავანში, 1956 წელს კი გადაასვენეს მწვანეყვავილას პანთეონში.









                                  
                                    დავით მიქელაძე (მეველე) (1843-1918წწ.)


თვალსაჩინო ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე  დავით მიქელაძე (,,მეველეს“) მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ჟურნალისტიკისა და საზოგადოების განვითარების იტორიაში.
დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძე დაიბადა 1843 წელს, სოფელ კულაშში. მამა, ალექსანდრე , თურქეთთან ბრძოლის მონაწილე, რუსეთის გვარდიის ბრძოლის მონაწილე, რუსეთის გვარდიის პოლკოვნიკი, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის პირველი წინამძღოლი (მარშალი) იყო.
1853 წელს დავითი შეიყვანეს ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც 1853 წელს დაამთავრა. იმავე წელს გაგზავნეს პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც 1867 წლამდე დარჩა. 1864 წელს დ. მიქელაძემ, ი.მელიქიშვილთან   და  ვ.თულაშვილთან  ერთად, პეტერბურგში დააარსა  სტამბა, სადაც იბეჭდებოდა ქართული ჟურნალ–გაზეთები, თვით მიქელაძ ე წერდა  სტატიებს და  ლექსებს.
1867 წელს 24 წლის  დ. მიქელაძე ივ. კერესელიძის ,,ცისკარში“  ბეჭდავს გონებამახვილურ სატრულ ლექსებს, მონაწილეოას ღებულობს ,,მამ ებისა და შვილების“  ბრძოლაში. იცავს ახალი თაბის შეხედულებებს.  70-იან წლებში მიქელაძე  უმაღლესი განათლების მისაღებად  პარიზში გაემგზავრა, სადაც 1873 წლამდე დარჩა. ამ ხნის მანძილზე საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია, კორესპონდენციებს  უგზავნიდა  ,,დროებას“.   უცხოეთსი მყოფი დავით მიქელაძე მოწმე და ერთგვარი მნაწილეც  გახდა მსოფლიო–ისტრიული მნიშვნელობის მოვლენებისა, რომელთა ცენტრში იყო პარიზის კომუნა და მისი გამოძახილი.
1886 წლიდან თანამშრმლობდა ,,ივერიაში“.  1899 წელს აკაკის ,,კრებულის“ მეორე ნმერში დაიბეჭდა მისი ოთხმოქმედებიანი დრამა,  ,,ხაფანგი“.
1900 წლიდან მუშაბდა შავი ქვის მრეწველთა საბჭოში.
1908 წელს დავით მიქელაძემ თარგმნა და წიგნად გამოსცა ლევ ტოლსტოის ხუთმოქმედებიანი დრამა  ,,მეუფება წყვდიადისა“,  რომელიც შემდეგ ქართულ სცენეზე დაიდგა.
1910 წლიდან  1916  წლამდე დ. მიქელაძე  ქაუთისის საადგილმამულო ბანკის დირექტრი იყო.
დავით მიქელაძე გარდაიცვალა 1918 წლის 25 ნოებერს ქუთაისში.




კირილე  ლორთქიფანიძე (1839-1919)
კირილე   ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1839 წლის 28 სექტემბერს , ქუთაისის მარის სოფელ დიხაშხოში (ახლანდელი ვანის რაიონი). 1850 წელს მშობლებმა ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს.

 გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პერეტბურგში გაემგზავრა სასწავლებლად. უგამოცდოდ ჩაირიცხა უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

 1861 წლის 12 ოქტომბერს  მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებისთვის, სხვა სტუდენტებთან ერთად, დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

1864  წელს კ.ლორთქიფანიძემ  პეტერბურგში გამოსცა ქართული ლექსების პირველი კრებული,“ჩონგურის“ სახელწოდებით... 

მართალია  კ.ლორთქიფანიძემ სამწერლო ასპარეზზე თერგდალეულებთან ერთად გამოვიდა , მაგრამ, როდესაც 1866 წელს ახალგაზრდობის სახით უფრო რადიკალური ჯგუფი გამოვლინდა, იგი მისი აქტიური წევრი გახდა.

1873–1874 წლებში ის რედაქტორობდა „დროებას“. 1878 წლიდან 1907 წლამდე კ.ლორთქიფანიძეს სისტემატიურად ირჩევდნენ ქუთაისის  ქალაქის ხმოსნად.

  19 საუკუნის მწერალთა შორის, ი. ჭავჭავაძის შემდეგ, კ.ლორთქიფანიძე პირველი იყო, რომელმაც გაილაშქრა რუსთაველის მოწინააღმდეგეთა მიმართ. ცნობილია , რომ 1883 წლის „ ვეფხისტყაოსნის“ მეშვიდე გამოცემა კ.ლორთქიფანიძის მიერაა რედაქტირებული . მასვე განუზრახავს მისი გასცენიურებაც . პოემის სიუჟეტი ექვს სურათად დაყო . აღსანიშნავია მისი მატერიალური მხარდაჭერა „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულად თარგმნაში (მასაკებს მიაკვლია პროფესორმა კ.მეძნელიამ ).

1894 –1904 წლებში  იყო ჭიათურის შავი ქვის საზოგადოების მუდმივი წევრი , ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი. დემოკრატიული იდეებით შთაგონებულმა მამულიშვილმა სასტიკი ბრძოლა გააჩაღა ბატონყმობის წინააღმდეგ . მან,  ერთ–ერთმა  პირველმა გაათავისუფლა თავისი ყმები მიწიანად. როგორც ქართული ლიტერეტურისა და  კულტურის დაუღალავი მუშაკი მატერიალურ დახმარბას უწევდა ქართველ მწერლებს . ღრმად მოხუცებულმა 1905 წელს ქუთაისში ლექსების  კრებული „სანთური“ გამოსცა .   

კ.ლორთქიფანიძემ მრავალმხრივი და უანგარო მოღვაწე იყო. იგი წერდა ლექსებს , მოთხრობებს, კრიტიკული და თეორიული ხასიათის სტატიებს. მის კალამს ეკუთვნის რომანტიკული ხასიათის ლექსები.  წერდა ფსევდონიმებით: “თომა „ , „თერგდალეული „ , „კარგარეთელი“, „უცხო“. კილოკავაზე თარგმნიდა უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს თარგმნა ნ.ნეკრასოვის , ნ.დობროლუბოვის,ნ.ოგარიოვის სტატიები, ჰ.ჰაინეს, ვ.ჰიუგოს,რ.ბერსნის და სხვათა ნაწარმოებები.განსაკუთრებით აღსანიშნავია , რომ მან 1863 წელს თარგმნა ჰარეიტ ბიჩერსტოუს „ბიძია თომას ქოხი“ , რომელმაც ძალზე დიდი  პოპულარობა მოუხვეჭა საქართველოში. კ.ლორთქიფანიძე იყო ენათმეცნიერი, ისტორიკოსი , ბუნებისმეტყველი, ეკონომისტ–ფინანსისტი,პედაგოგი.თავის პუბლიცისტურსა და მხატვრულ ნაწარმოებში იცავდა ხალხის ნიტერესებს. კ.ლორთქიფანიძემ სხვა მოღვაწეებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქუთაისში ქართული გიმნაზიის დაარსებას. მან სიცოცხლეშივე დაგასცა ქუთაისის საეთნოგრაფიო საზოგადოებას თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა და არქივი. ასევე მან შექმნა ახალი ქართული საბჭდი შრიფტი, რომელსაც მისი სახელი ქვია. კირილე ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1919წლის 12 მაისს ქუთაისში.




სილოვან ხუნდაძე (1860-1928)
სილოვან თომას ძე ხუნდაძ დაიბადა 1860 წლის 3 აპრილს , ოზურგეთის  მაზრის სოფელ კალაგონში. დაწყებით  განათლების მისაღებად მშობლებმა მარტვილის  სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, საიდანც მალე ოზურგეთში გადაიყვანეს ,,სამხედრო მოსწავლეთა პანსიონში“ ,ხოლო 1871 წელს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.
1880  წელს,  გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, იგი ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ რაკი განზრახული ჰქონდა ფილოლოგიური განათლება მიეღო, პეტერბურგში გაემგზავრა და საიმპერატორო უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის ტუდენტი გახდა, რომელიც კანდიდატის ხარისხის დიპლომით დაამთავრა.
1884 წელს დაბრუნდა საქართველოში. იმავე წლის პირველ სექტემბერს დაინიშნა მასწავლებლად ძველი  სენაკის ქართულ სკოლაში. მაგრამ მალე სამუშაოდ გადავიდა ქუთაისში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად,
სილოვან ხუნდაძე  ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ–ერთი ფუძემდებელი, ხოლო 1917 წელს  ამ გიმნაზიის დირექტორია.  პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა  კვლევით მუშაობას. ენათმეცნიერულ და  სალიტერატურო ენის ნორმების ერთ–ერთ პირველ დამდგენელად. სილოვან ხუნდაძეს გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები, ნარკვევები, ლექსების, პოემებისა და მოთხრობების რამოდენიმე კრებული. მისი წიგნები და სტატიები იბეჭდებოდა  მხოლოს სახელის ,,სილოვანის“  ხელმოწერით.   ის არის ავტორი ქართლი ენის გრამატიკის საკითხებზე შექმნილი მრავალი ნაშრომისა: ,,ქართული ზმნები“ (1891 წ.),  ,,სალიტერატურო ქართული“ (1901 წ.), ქართული მართლწერა (1913წ.)
ის აგრეთვე თანამშრომლობდა: ,,დროებაში“, ,,ივერიაში“, ,,კვალში“,  ,,ცნობის ფურცელში“, ,,შრომაში“, ,,განათლებაში“.
მან დატოვა ანდერძი სადაც მოითხოვდა  ,, უბრალოდ  და უცერემონიოდ , სიტყვებისა და გვირგვინების გარეშე დაესაფლავებინათ საფიჩხიის სასაფლაოზე“. და მისი ანდერძის თანახმად ის საფიჩხიის სასაფლაოზეა დაკრძალეს, შემდეგ კი 1956 წელს, მწვანეყვავილას პანთეონში გადასვენეს.



იოსებ  ოცხელი (1865-1919)
იოსებ ივანეს ძე ოცხელი დაიბადა 1865 წლის 16 სექტემბერს ქუთაისში.დაწყებითი განათელბა ქუთაისის კათოლიკური სასწავლებელში მიიღო,საშუალო კი ვაჟთა კლასიკური გიმნაზიაში.
1885 წელს სწავლა განაგრძო ნოვოროსისკის (ოდესა) უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1889 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.
საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდის მიზანი  ქუთაისში პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყება იყო, მაგრამ კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა, როგორც  ,,არაკეთილსაიმედოს „, სახელწიფო სკოლებისაკენ მომავალი გზა დაუხშო ამიტომ ის იძულებული გახდა, დაეარსებინა კერძო სასწავლებელი.
მისთვის სავსებით ნათელი და გარკვეული იყო თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს მომავლიათვიოს ახალი ტაობის მეცნიერების საფუძველზე აღზრადის საქმეს:      ,, მხოლოდ ცოდნითა და განათლებით შეგვიძლია ვძლიოთ სულმდაბლობა   დამჩაგვრელობა და უსამართლობა“ – წერდა იგი.
1892 წელს ოცხელმა ქუთაისში გახსნა პირველი საჩვენებელი  საბავშვო ბაღი მოსამზადებელი კლასით, რომელსაც დიდი გულმოდგინეობით ხელმძღვანელობდა.
1900 წელს ოცხელი დაინიშნნა წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ქაღტული სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად.
იოსებ ოცხელი თავიდანვე შეუდგა ქართული სკოლის გარდაქმნას. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა 1905 წლის რევოლუციის დღეებში ქუთაისის ქართული სკოლის გიმნაზიად გადაკეთება შეძლო.  ეს იყო პირველი ქართული საშუალო სასწავლებელი დასავლეთ საქართველოში.
1915 წელს ქუთაისშიშეიქმნა საზოგადოება  ,,სინათლე“, რომელსაც მიზნად ჰქონდა ქართული საქალაქო სასწავლების დაარსება. სკოლა პირველი სასწავლებელი იყო, სადაც  ყველა საგნს  ქართულ ენაზე  ასწავლიდნენ. მაგრამ წიგნები არ არსებობდა ქართულ ენაზე  ამიტომ ოცხელის რჩევითა და ინიციატივით დაარსდა წიგნის გამომცემოლობის ,,განათლები“ ამხანაგობა, რომლემაც შედარებით მოკლე დროში სასწავლებელი მომამარაგა ქართული სახელმძღვანელოებით.
იოსებ ოცხელი ავტორია შემდეგი წიგნების: ,, გუთანი“, ,,ქართული ანბანი“, მნათობი“, ,,ქართული ქრესტომატია“, აგრეთვე სხვა ავტორებთან ერთად გამოსცა ალგებრა, გეომეტრიისა და ფიზიკის სახელმძღვანელოები..
ოცხელი ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე ,ჟურნალ ,,სკოლა და ოჯახის“ დამაარსებელი, ქართული ტერმინოლოგიის დადგენის მოამაგე. ის აქტიურად ედგა მხარში ქართული პედაგოგიკის პატრიარქს იაკობ გოგებაშვილს.
იოსებ ოცხელი გარდაიცვალა 27 მარტს







დიმიტრი ნაზარიშვილი (1854-1927)
დიმიტრი ალექსანდრეს ძე ნაზარიშვილი დაიბადა 1854 წელს ქუთაისში. მამა, ალექსანდრე წარმოშობით გორიდან იყო. დედა, მარიამ  მაჭავარიანი კი იმერეთიდან. მცირეწლოვანი დიმიტრი დედამ ე.წ. მრევლის (მრევლიშვილის) სკოლაში მიაბარა სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ნ.ნიკოლაძის, ალ. გაბაშვილისა  და დ.ნაზარიშვილია მტკიცე მეგობრობას.
გიმნაზიის დამთავრების შედგე დაიწყო მუშაობა წმინდა ნინოს  სასწავლებელში, ქათული ენისა და მათემატიკის მასწავლებლად, ხოლო 1873წელს 19 წლის დიმიტრი ნაზარიშვილი პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიული აკადემიის სტუდენტი გახდა. რომელიც 1878  წელს წარცინებით დაამთავრა. ამავე წელს ბულგარეთში გაგზავნეს  დუნაის მოქმედი არმიის ექიმად.
1880 წლიდან იგი ქუთაისში მოღვაწეობდა სამხედრო ლაზარეთის ორდინატორად.
1881 წელს დიმიტრი დადიანთან ერთად ქუთაისში პირველი ქართული ყოველკვირეული გაზეთი  ,, შრომა“  დააარსა, რომელსაც თვითონ გამოსცემდა და რედაქტორობდა. ის არაერთხელ აირჩიეს ქუთაისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად.
მისი ოჯახი  ()მაშინდელი გენერლის ქუჩაზე, ახლანდელი ნაზარიშვილის ქუჩა) მე-20 საუკინის  10–იან წლების ქუთაისში ქართული კულტურის მოღვაწეთა სალონს წარმოადგენდა, სადაც ერთხელაც არ შეწყვეტილა თანამოაზრეთა სჯა–ბაასი საქართველოს ბედ–იღბალზე, ქართული კულტურის მომავალზე. ამ სალონის ხშირი სტუმრები იყვნენ: აკაკი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, გიორგი ზდანოვიჩი, გრიგოლ რობაქიძე, კიტა აბაშიძე.
1887 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე : ,,წლექის მკურნალობის საუკეთესო საშუალებანი“ და საქართველოში პირველმა მიიღო მედიცინის დოქტორის წოდება.
1890 წელს დიმიტრი ნაზარიშვილისადა სამსონ თოფურიას ხელმძღვანელობით ქუთაისში პირველი საქალაქო საავადმყოფო გაიხსნა.
1892 წელ მან ქუთისში დააარსა პირველი უფასო ამბულატორიია ღარიბთათვის, რომელსაც 25 წელი განაგებდა 1906 წელს მან დაამზადა მალარიის საწინააღნდეგო სამკურნალო წამალი და მას ,,ნაზარიშვილის წვეთებს“ ეძახოდნენ. 1917 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ნაშრომი  ,,წყალტუბოს მინერალური წყლები და მათი სახელმწიფოებრივი საზოგადოებრივი მნიშვნელობა“.
 ნაზარიშვილისა და სამსონ თოფურიას თაოსნობით და გარჯით 1917 წელს  შეიქმნა  დასავლეთ საქართველოს ექმთა კავშირი.
ის გარდაიცვალა 1927 წლის 19 თებერვალს 73 წლის ასაკში, ქუთაისში. მადლიერმა საზოგადოებამ დიდი პატივისცემით აღნიშნა ჯერ 1923 წელს, მისი მოღვაწეობის45 წლისთავი, 1937 წელს გარდაცვალებიდან 10 ხოლო 1954 წელს დაბადების ასი წელი.



სულიკო თორთლაძე (1919-1982)




კლათბურთელთა ნაკრები,მარჯვნივ უფრსი მწვრთნელი სულიკო თორთლაძე.

  


სპორტსმენი, მწრთვნელი, პედაგოგი, ღრმად განათლებული და  უაღრესად კოლორიტული პიროვნება,ასე იცნობდნენ და ასეთი უყვარდათ  სულიკო თორთლაძე   მის   თანამედროვეებს.  სულიკო თორთლაძის   სახელთან განუყრელადაა დაკავშირებული  ქართული     კალადბურთის   წარმატება.

სულიკო სპირიდონის ძე თორთლაძე     დაიბადა   ქუთაისში,  1919 წლის  23 ნოემბერს.  თერთმეტი  წლისამ    ბავშვთა   სპორტულ   სკოლაში   დაიწყო   კალათბურთის    თამაში,   გახდა  საქართველოს   ჩემპიონი.   მომდევნო წლებში იცავდა  ქუთაისის  „ნაუკას“   ღირსებას   საკავშირო   სარბიელზე.

1945 წლიდან  სულიკო  თორთლაძე    სწავლობდა     თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის      იურიდიულ   ფაკულტეტზე,   გამოდიოდა   თბილისის    “დინამოს“  გუნდის    შემადგენლობაში.

1951  წელს    მშობლიურ ქუთაისში   დაბრუნდა და იმ  სპორტულ სკოლაში,   სადაც  თვითონ    როგორც  კალადბურთელმა   აიდგა   ფეხი,  მწრთნელად დაიწყო   მუშაობა.     სულიკო თორთლაძე   უდიდესი  პროფესიული    ოსტატობით   ემსახურებოდა   კალადბურთის    აღორძინების    საქმეს.    პასუხისმგებლობის   უზარმაზარმა  გრძნობამ  და   კალადბურთის    სიყვარულმა  ერთი  ნაბიჯიც  გადაადგმევინა,   პროფესიით  იურისტმა,   ქუთაისის   პედაგოგიური   ინსტიტუტის   ფიზიკური    აღზრდის    ფაკულტეტიც დაამთავრა.

სულიკო  თორთლაძემ   უმაღლესი   კლასის   კალადბურთელთა    მთელი    პლეადა  აღზარდა.

1961 წელს   მას   საქართველოს,  ხოლო    6    წლის    შემდეგ    სსრ  კავშირის    დამსახურებული     მწრთვნელის   წოდება  მიენიჭა.   დაჯილდოებული  იყო  „საპატიო    ნიშნის“   ორდენითა და  მედლებით.

სულიკო   თორთლაძე   31    წლის  მანძილზე    წარმატებით   უძღვებოდა   ახალგაზრდული   სპორტული   სკოლის    საქმიანობას ,     ბოლო  წლებში კი   ნ.  მუსხელიშილის   სახელობის   პოლიტექნიკურ    ინსტიტუტში    მოღვაწებდა.

1971 წელს    მიიღო  სპორტის  დამსახურებული  მოღვაწის    საპატიო   წოდება.
სულიკო თორთლაძე გარდაიცვალა   1982  წლის   4 მაისს.





 დომენტი ოყროშიძე (თომაშვილი)   (1867-1952წწ.)


დომენტი   თომას– ძე   ოყრეშიძე  დაიბადა  1867  წლის  7  აგვისტოს,  სოფელ   ჭოლევში (ახლანდელი  წყალტუბოს რაიონში) , გლეხის   ოჯახში.

პოეტის   მამა, როგორც   სახალხო   მოლექსე,  გლეხობაში   პატივისცემითა   და  სიყვარულით    სარგებლობდა.

7  წლის   დომენტი    მშობლებმა   ქუთაისში   ჩამოიყვანეს    და  დაწყებით  სკოლაში    მიაბარეს.    შემდეგ   სწავლობდა   ქუთაისის   სასულიერო   სასწავლებელში    ბოლოს   ხონის   სამასწავლებლო    სემინარიაში.

პირველი   წერილი   1869  წელს   ჟურნალ  “კვალში „  გამოაქვეყნა,  პირველი  ლექსი   კი   იმავე   წელს     ჟურნალ  „ჯეჯილში“ .  

1898 წლიდან  დომენტი თომაშვილი სახალხო   მასწავლებლად  მუშაობდა  სამეგრელოსა და ქვემო იმერეთში წერა–კითხვის  გამავრცელებელი საზოგადოების    სკოლებში,  ხოლო  1911 წლიდან    ენისა და ლიტერეტურის მასწავლებლად   ქართულ   გიმნაზიაში. 

1912 წლიდან  ცხოვრობდა  და მოღვაწეობდა  ქუთაისში .    მეფის  მოხელეების დევნის  მიუხედავად  ქართული გიმნაზიის  მასწავლებელი  დაუღალავად  იღწვოდნენ,  მოსწავლე ახალგაზრდობაში ღრმად  დაენერგათ  ეპოქის  მოწინავე იდეეები, მშობლიური ენისა და კულტურისადმი სიყვარული. 

ქუთაისის  ქართულ გიმნაზიაში  მრავალი  თვალსაჩინო   საზოგადო    მოღვაწის  აღზრდაში  დიდი ღვაწლი  მიუძღვის   დ. თომაშვილსაც.     ის  ხანდაზმულობაშიც  დაუცხრომელი  ენერგიით   განაგრძობდა  მუშაობას სკოლაში,  წერდა ლექსებს  და  ეს კეთილშობილური    შრომა   არ    შეუწყვეტია  სიკვდილის  უკანასკნელ დღემდე . 

მის კალამს  ეკუთნის  მრავალი  შესანიშნავი  ლექსი, რომელიც  სამშობლოს  უსაზღვრო    სიყვარულის    დასტურია.   

დომენტი ოყრეშიძე   (თომაშვილი)  თანამშრომლობდა  გაზეთებში:  „ივერია“ ,  „ახალი დროება“  ,“სახალხო   გაზეთი“,    „ისარი    ,  „ამირანი“  ,  და  სხვა.

დომენტი თომაშვილის   პოეტურ  ნაწარმოებთა   ერთტომეული   პირველად    1939   წელს    გამოსცა    გამომცემლობა  „საბჭოთა  მწერლობამ“,   მეორე–1955  წელს   გამომცემლობა   „სახელგამმა“.

1945   წლის   21  მაისს  აღინიშნა   დომენტი თომაშვილის   სამწერლო   და  პედაგოგიური  მოღვაწეობის   50    წლისათვი.

დომენტი    ოყრეშიძე    (თომაშვილი)  გარდაიცვალა  1952   წლის    25    მარტს.


 სამსონ თოფურია 


სამსონ  ბესარიონის ძე  თოფურია  დაიბადა  1854  წლის  12 ივნისს  აბაშის  რაიონის  (ყოფილი  ქუთაისის  გუბერნია)  სოფელ  სეფიეთში, ხელმოკლე   აზნაურის   ოჯახში. ორი წლის ასაკი გარდაეცვალა მშობლები. იგი ექვს წლამდე იზრდებოდა ახლო ნათესავ მელიტონ ნადარეიშვილთან ხოლო, შემდეგ აღსაზრდელად წაიყვანეს ქუთაისში, ნათესავთან, ედუკი პეტრეს–ასულ თოფურია მაჭავარიანთან. მათ  დიდი ყურადღება და გულისხმიერება გამოიჩინეს ნიჭიერი ბავშვის მიმართ. სამსონი ჯერ კერძო სასწავლებელში მიაბარეს ხოლო, შემდეგ შეიყვანეს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში (ახლანდელი N1 საჯარო სკოლა) რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ  სასწავლებლად გაემგზავრა  ქ. ოდესაში, სადაც ჩაირიცხა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკუტეტზე. შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სამკურნალო დარგზე.

სამსონ თოფურიას პიროვნებით დაინტერესდა  ქ. ხერსონის გუბერნიაში მცხოვრები (იმხანად საქართველოდან გადასახლებული) თავადი დადეშქელიანი, რომელმაც ნიჭიერ სტუდენტს სწავლების დამთავრებამდე გადიდებული სტიპენდია დაუნუიშნა.

1885 წელს  ს. თოფურიამ დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნლო ფაკულტეტი და მიენიჭა  ექიმის წოდება. იგი ცოდნის  გაღრმავების მიზნით, გერმანიაში მიემგზავრებოდა ცნობილ პროფესორ ვირხოვთან, რომის კლინიკებში წელიწადზე მეტ ხანს დაჰყო.  გერმანიიდან  სამსონ  თოფურია გაემგზავრა შვეიცარიაში სადაც გაეცნო კლინიკური მედიცინის უკანასკნელ მიღწევებს,  ახალ მეთოდებს, რენტგენთა და ფიზიოთერაპევტული  მეთოდებით მკურნალობის დარგში. ჟენევიდან  წამოსვლისას,  მან  თან წამოიღო კლინიკის შენობის გეგმა, ის ოცნებობდა რომ სამშობლოშიც ააგებდა ასეთ სამკურნალოს.

1887 წელს სამსონ თოფურია დაბრუნდა ქუთაისში, სადაც, მკურნალობის საქმე ორი–სამი კერძო პრაქტიკოსი ექიმისა და ექმიმბაშების ხელში იყო.

მკურნალმა ქუთაისში სტაციონალური სამკურნალოს გახსნა  მოითხოვა, რასაც წინ სკეპტიკოსები და ექმიმბაშები აღუდგნენ. მისი კატეგორიული მოთხოვნით ქ. ქუთაისის თვითმმართველობამ გადაწყვიტა საავადმყოფოს აგება, მიწის ნაკვეთის შერჩევა კი თვითონ  მას  მიანდო. სამსონ თოფურიამ გამოძებნა სახსრები, რიონის პირას შეეძინა  მიწის ნაკვეთი, თბილისიდან მოეწვია არქიტექტორ და მშენებელი იჟინერი. 3 წლის შემდეგ 1890 წლის 1 მაისს სამოცდახუთმეტი საწოლით გაიხსნა საავადმყოფო, რომელსაც ,,სამსონ თოფურიას სამკურნალო“ ეოდა. იია ჭავჭავაძემ ეს ფაქტი ,,ივერიის“ ფურცლებიდან მილოცვით ამვნო ქართველ ხალხს. სამსონ თოფურიამ საავადმყოფო აღჭურვა გერმანიიდან და შვეიცარიიდან ცამოტანილი სამედიცინო ინსტრუმენტებით, საავამყოფოს ჰქონდა საკუთარი წყალსადენი, ბერკჰგოლის ფილტრით, ადგილობრივი ელექტროგანათება, ხოლო ქვემო სართულში მოწყობილი იყო სააბაზანო განყოფილება.

აღსანიშნავია , რომ სამსონ თოფურია პირადად აკონტროლებდა ყველაფერს, უშუალოდ მონაწილეობდა ოპერაციებში. ყოველივე ამან აამაღლა საავადყოფოს ავტორიტეტი და აქ ავადმყოფები სამკურნალოდ მოდიოდნენ არა მარტო საქართველოს ყველა კუთხიდან, არამედ ოსმალეთიდან და შორეული ირანიდანაც კი.

სამსონ თოფურიასა და დ. ნაზარიშვილის თაოსნობით საავადმყოფოს ბაზაზე 1892 წელს შეიქმნა დასავლეთ საქართველოს ექიმთა სამეცნიოერო საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების საქმეში.

1898 წელს აკაკი წერეთლი მძიმე ავადმყოფი (ორმხრივი ფილტვების ანთებით)    მიუყვანიათ ამ საავადმყოფოსი. სამსონ თოფურიას პირადად მზრუნველობისა და კარგი მკურნალობის შედეგად აკაკი აკაკი გამოჯანმრთელდა და აქ დაასრულა თავისი შესანიშნავი ნაწარმოები ,,გამზრდელი“.

სამსონ თოფურია ოცნებობდა თავისი სამკურნალო, სამეცნიერო–კვლევით კერად გადაექცია. დაუღალავმა მუშაობამ დაღი დაასვა სამსონ თოფურიას ჯანმრთელობას და მძიმე ავადმყოფობის (ტუბერკულოზი, დიაბეტი) შედეგად 1904 წლის 23 ივლისს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების წინ  მან დატოვა ანდერძი, რომ სამკურნალო უსასყიდლოდ გადაეცა ქალაქ ქუთაისს. ეს სამკურნალო იმავე შენობაში დღესაც ფუნქციონირებს და ატარებს სამსონ თოფურიას სახელს.

თავდაპირველად სამსონ თოფურია ქუთაისის ცენტრში მდებარე მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, ხოლო მისი დანგრევის შემდეგ საფიჩხიის სასაფლაოზე იქნა გადასვენებული. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2001 წლის 3 იანვრის N125 დადგენილებით, 2001 წლის 18 ივნისს სამსონ თოფურია გადასვენებული იქნა მწვანეყვავილას პანთეონში, სადაც მოქანდაკის ი. ნიკოლაძის შესრულებული ბიუსტი დადგეს.
 

1 comment:

  1. ცახელის ნეშთი სად არის დაკრძალული? ქუტაისში მისი სახელობის ქუჩაც არის... https://www.facebook.com/P.Tvalchrelidze

    ReplyDelete