Tuesday, December 7, 2010


მელიტონ ბალანჩივაძე  (1862-1937)
ცნობილი ქათველი კომპოზიტორი  და საზოგადო მოღვაწე, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი მელიტობ ბალანჩივაძე ზაქარია ფალიაშვილთან და დიმიტრი არაყიშვილთან ერთად ქართული მუსიკის კლასიკოსად ითვლება.
მელიტონ ანტონის–ძე ბალანჩივაძ დაიბადა 1862 წლის 24 დეკემბერს, სოფელ ბანოჯაში. მამა ანტონ ბალანჩივაძემ, ქართული სიმღერის ბრწყინვალე მცოდნემ, პატარა მელიტონი ეკლესიის გუნდში მიაბარა.
1872 წელს ის მიიყვანეს ქუთაისის სასულიერო გიმნაზიაში, სადაც მოსწავლეთა გუნდის ხელმძღვანელის  დ. აღნიაშვილის ყურადღება მიიპყრო.
1875 წელს  ის  საქართველოს ეგზარქოსის მგალობელთა გუნში ჩაირიცხა. გუნდის ხელმძღვანელმა კუშეკმა მას მუსიკის თეორია შეასწავლა და თავის თანაშემწედ დანიშნა.
1880 წლიდან  მელიტონი ფილიმონ ქორიძემ მიიწვია თბილისის ოპერის თეატრის გუნდში. მალე სოლო პარტიებიც იმღერა ოპერებში: ,,ევგენი ონეგინი“ ( ზარეცკი) და ,,ფაუსტი“(ვალენინი).
1882 წელს მან ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი, რომელმაც 1883 წელს თბილისში კონცერი გამართა. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული ხალხური სიმღერების საჯაროს შესრულებისა, რასაც დიდი კულტურულ – ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა.
1883  წლიდან 1886 წლამდე ბალანჩივაძემ ფ. ქორიძესთან ერთან მთელი საქართველო შემოიარა ქართული სიმღერა – გალობის ჩაწერისა და შესწვლი მზნით.
1886 წლიდან მღეროდა  დ. აღნიაშვილის  მიერ დაარსებულ გუნდში და ერთხანს ხელმძღვანელობდა კიდეც მას. იმავე ხანებში ,მან ჩამოაყალიბნა ორკესტრი, რომელიც კონცერტებზე ხალხური სიმღერებისაგნ შემდგარ პოპურს  ასრულებდა.
1888  წელს მან დაწერა პირველ ქართული რომენსი ,,ნანა“,  ,,შენ გეტრფი მარად“, ,,როდესაც გიცქერ“.
1889-95 წლებში პეტერბურგის კონსერვატორიაში სწავლობდა. ჯერ ვოკალაის განხრით (პროფ. სამუსთან), შემდეგ კი, კონსერვატირიის დირექტორის შტეინის რჩევით კომპოზიციის კლასში გადავიდა ნ. რიმსკი–კორსაკოვთან.
რუსეთში 28 წლის მანძილზე მოღვაწეობდა და პროპაგანდას უწევდა ქრთულ მუსიკას. გამოდიოდა როგორც ლოტბარი და მომღერალი. აქ დაწერა ოპერა ,,თამარ ცბიერი“.
1906 წელს მან მონაწილეობა მიიღო რუბინშტეინის ოპერა ,,დემონის“ ქართულ ენაზე დადგმაში.
1917 წელს საქართველოში დაბრუნდა. აირჩიეს საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარედ.
1918 წელს ქუთაისში დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც დღესაც მის სახელს ატარებს.
აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კონსერვატორიის ჩამოყალიბებაში და ხალხური სიმღერის გუნდების დაარსებაში, ხელმძღვანელობდა ხალხური მუსიკის შემკრებ და შემსწავლელ კომისიას, მეთაურობდა სახალხო განათლების სამუსიკო განყოფილებას.
1926 წელს თბილისსი დაიდგა ბალანჩივაძის ოპერა  ,,თამარ ცბიერი“.
1929-31 წლებში იყო ბათუმის, ხოლო 1935 წლიდან ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი.
მ. ბალანჩივაძეს 1933 წელს მიენიჭა რესპუბლიკის სახალსო არტისტის წოდება, 1934 წელს გადაუხადეს მოღვაწეობის 50 წლის იუბილე.
1937 წელს დააჯილდოვეს ,,შრომის წითელი დროშის“ ორდერით.
 მელიტონ ბალანჩივაძ გარდაიცვალა 1937 წლის 21 ნოემბერს.









იოსე (იუზა) ზარდალივილი

იოსებ(იუზა) ფრანცის ძე ზარდალიშვილი დაიბადა 1883 წლის 20 ნოემერს, ქუთაისში, ხელმოკლე პედაგოგის ოჯახში. შვიდი წლის იყო იუზა, მამა რომ გარდაეცვალა. 8 წლისა სკოლაში მიაბარეს მაგრამ სამი წლის შემდეგ   უსასხრობის გამო  სკოლიდან დაითხოვეს. მას შემდეგ იგი ჯერ საშაქარლამოში მუშაობდა მამინაცვალთან, მერე  ბათუმში წავიდა  ბიძასთან  და იქ 18961897 წლებში შეგირდად იმყოფებოდა როტშილდის ქარხანაში იმუშავა მტვირთავად , მერე კი ემზე – იუნგად.
 სცენაზე ზარდალიშვილი პირველად ბათუმში გამოვიდა.  მას ,,ედმუნდ კინში“ უსიტყვო როლი ჰქონდა. მშვენიერი გარეგნობის ყმაწვილს ლადო მესხიშვილმა ყურადღება მიაქცია და ქუთაისში წამოიყვანა. იგი ორი წლის მანძილზე თეტრში ყველა წარმოდგენაში მხოლოდ, ეპიზოდურ , უსიტყვო როლებში მონაწილეობდა, მაგრამ სწორედ აქ გამოავლინა ისეთი ნიჭი და შრომის უნარი, რომ მესამე სეზონში (189-1900წწ. )               ლ. მესხიშვილმა მას  გუნიას ახალ პიესაში  ,,და–ძმა“  მთავარი როლი შეასრულება მიანდო. თავად პიესის ავტორი აღფრთოვანებული ამბობდა: ,,უკეთესი ვერ წარმომედგინა ჩემი გმირი“. იუზა ზარდალიშვილი ქუთაისის თეატრში ჩამოყალიბდა მსახიობად ისეთი სცენი ოსტატების გვერდით, როგორებიც იყვნენ: ნუცა ჩხეიძე, ალექსანდრე იმედაშვილი, ანდრო მურუსიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და სვა.
1910 წლიდან გადავიდა  თბილისის თეტრში. 1912 წელს ქართულმა დრამატულმა საოზგადოებამ  ზარდალიშვილი მიავლინა მოსკოვში, რუსეთის მოწინავე თეტრის გასაცნობად.
1920 წლიდან 1922 წლმადე თბილისის თეტრების კომისარი იყო.
1922 წლიდან 1925 წლმანდე ხელმძღვანელობდა ქუთაისის დრამაული თეტრის დასს., ხოლო შემდეგ 1928 წლმანდე ფოთის თეატრში მუშაობდა.
1927 წელს ქუთაისში მისი ინიციატივით დაარსდა საკოლმეურნეო თეატრი, რომელიც დასავლეთ საქართველოს სოფლებს ემსახურებოდა.
1928 წლიდან კოტე მარჯანიშვილმა თავს დასში მიიწვია მსახიობად. ზარალიშვილმა, ორმოცი წლის მანძილზე, თეატრში დაუვიწყარი სახეები შექმნა: ედგარი (,,მეფე ლირი“), იაგო (,,ოტელო“), მუროვი (,,უდანაშაულო დამნაშავენი“) და სხვა.
იგი წერდა კიდეც გადმოაქართულა რამოდენიმე პიესა. ჟურნალ–გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებს, საინტერესო მოგონებები დატოვა სახემწიფო თეატრალური მუზეუმის ფონდში.
იუზა ზარდალიშვილს მიღებული ჰქონდა საპატიო წოდებები და მთავრობის სხვა ჯილდოები.
 იუზა ზარდალიშვილი გარდაიცვალა 1943 წელს.
1989 წელს ქუთაისში ფართოდ აღინიშნა ქართველი სცენის გამოჩენილი მოღვაწის, იუზა ზარდალიშვილის დაბადების 100 წლისთავი.






თეიმურაზ ლორთქიფანიძე (1910-1957)
თეიმურაზ   აპოლონის   ძე     ლორთქიფანიძე   დაიბადა  1910   წლის  28  ოქტომბერს  სოფელ  ღანირ- ქუტირში  ბავშღობიდნვე    იგი  ძლიერ  გაიტაცა ქართულმა  ზღაპრებმა  და ზეპირმეტყვიერებამ  ის  საკმაოდ მომზადებული 1919 წლელს დაეწაფა ე წ შრომის     პირველ        საშვალო  სკოლაში მოწაფეობის   დროს მონაწილეობდა  სკოლის   თვითმოქმედ  გრამატულ  წრეში  1928 წელს  სასწავლებლის  დამთავრების შემდეგ   შევიდა  თბილის     პოლტექნიკურ  ინსტიტუტში  1931 წლიდან    მუშაობს   კინოში   1936 წლიდან    ფოთის თეატრშია    მსახიობად  1949წლიდან  ქუთაისის ლ მესხიშვილის    თეატრში   მოღვაწეობდა      ლორთქიფანიძე    გადაყვანიკი  იქნა   გორში   გ ერისთავის  სახელობის   თეატრში  მთავარ  რეჟისორად   სადაც    სიცოცხლის    უკანასკნელ    დღემდე   მუშაობდა  მის მიერ დადგმული  სპექტაკლებიდან   აღსანიშნავია         ოტროვსკის  ჭექაქუხილი  პ კაკაბაძის ყვარყვალი თუთაბერიშესრულებული    როლებიდან  კი  -ყვარყვარე   47 წლის თ ლორთქიფანიძე დაიღუპა  ავტოკატასტროფაში   1957 წლის  1ივნისს


შალვა გოგოლაშვილი  (ხონელი) (1887-1972 წწ.)
ცნობილი სახალხო არტისტი შალვა ხონელი დაიბადა1887 წლის 1 იანვარს ქუთაისში.იზრდებოდა ბაბუასთან დაბა ხონის მახლობლად, სოფელ საწულუკიძეოში და აქვე მიიღო პირველდაწყებითი განათლება, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სენაკის ოთხწლიან სასწავლებელში. მისი მშობლები გასული საუკუნის 70-იან წლებში ცნობილი მსახიობები იყვნენ.
შალვა ხონელის მამა, სვიმონ გოგოლაშვილი 45 წელი ემსახურა ქართულ თეატრს. ამ დიდი თეატრალური ტრადიციების ოჯახში,ხშირად იკრიბებოდნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები,მწერლები და მსახიობები. ასეთ გარემოში შ.გოგოლაშვილს თანდათან უძლიერდებოდა თეატრისადმი მისწრაფება სწავლის გასაგრძებელად მშობლებმა თბილისში სათავადაზნაურო სასწავლებელში  გაგზავნე, რომლის დამთავრების შმდეგ ქართულ გიმნაზიაში გადავიდა.
გიმნაზიაში სწავლის დროს მან დავით კარიჭიშვილის თაოსნობით დადგმულ გიორგი ერისთავის ,,ძუნწში“ ითამაშა. სწავლობნდა თბილისში, სახემწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1907 წლიდან შ ხონელი მოღვაწეობდა ბაქოს, თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, ხონის, ბათუმის, ჭიათურის, სოხუმის დასებში.
1910-1912 წწ. მუშაობდა თბილისის თეატრში.ქუთაისის ლ.მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მოღვაწეობისმთელ მანძილზე შალვა ხონელს ორასამდე სახალისო და სახასიათო როლი ქვს შესრულებული.
1940 წელს მან რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის , ხოლო 1961 წელს რესპუბლიკის სსრ სახალხო არტისტის წოდებები მიენიჭა.
შალვა ხონელი გადაღებულია ფილმებში: ,,საკანი 78“ (მექარხნეს როლი), ,,სამანიშვილის  დედინაცვალში“ (მიკიტანი),,,კომუნარის ჩიბუხი“ (ფრანგი ოფიცერი), ,,ჯვაროსნები“ (მამასახლისი) და სხვა
1967 წლის 13 დეკემბერს ქუთაისი თეატრმა აღნიშნა შალვა ხონელის დაბადებიდან 80 და სასცენო მოღვაწეობიდან 60 წლისთავი.
შალვა ხონელი გარდაიცვალა 1972 წლის 1 ნოემბერს.


ალექსანდრე  (ატე)  ნემსიწვერიძე (1990-1973)
ალექსანდრე (ატე) ამბაკოს ძე ნემსიწვერიძე დაიბადა 1909 წელს, ცაგერის რაიონი სოფელ ტვიშში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ  ჩაირიცხა  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც 1935 წელს დაამთავრა.და შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ხოლო მისი ალპინისტრი ცხოვრება მოგვიანებით,1945 წელს, ლეგენდარულ მთასვლელ ალიოშა ჯაფარიძესთან, გამოჩენილ  მწერალსა და ალპინისტთან ლევან გოთუასთან ერთად  ხვამლისა და  ორხვის  ბუნებრივი  და ხელოვნურიგამოქვაბულების შესწავლისას დაიწყო.
ალექსანდრე ნემსიწვერიძე 1948 წლიდან ჩვენს ქალაქში  საფუძვლელი ჩაუყარა სპორტუალ ალპინიზმს.
ის ბრწყინვალედ  ფლობდა ალპინიზმის ტექნიკას.  პირველმა  დააყენა მთაზე  ასვლის ტემპის საკითხი. მის  მიერ მოწყობილ ტრავერსზე წერდნენ:,,ტრავესი ასეთი დიდი დისტანციით, ასეთ ტექნიკით, ჯერ არ იცის მსოფლიო  ალპინიზმის ისტორიამ“.
1957 წელს,  ქართლში სოფელ თრეხვის მახლობლად, ლევან გოთუას მიწვევით, ალექსანდრე ნემსიწვერიძე უცნობ მიუვალ გამოქვაბულში ,,ჩაფრინდა“. იქ ქართული კულტურის ისტორიისათვის ფასდაუდებელი ეპიგრაფიული ძეგლი ასომთავრული–ნუსხურით ნაწერი, მოჩუქურთმებული ქვაჯვარი აღმოჩნდა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ლეონტი მროველი მე–11  საუკუნის  მეორე ნახევარში ცხოვრობდა. სწორედ მაშინ უწოდა ლევან გოთუამ  მას ,,ფრინველკაცი“.
სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე ის იყო ალპინიზმის საქალაქო ფედერაციის თავმჯდომარე, ტურისტული კლუბის ,,ოქროს ჩარდახის“ გამგეობის წევრი, სსრ კავშირის სპორტის ოსტატი ალპინიზმში.
1967 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელის წოდება.
1949 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა პედაგოგიურ ინსტიტუტში.
ალექსანდრე ნემსიწვერიძე გარდაიცვალა 1973 წლის 13 მარტს.


კონსტანტინე  მეძველია (1907-1974წწ.)
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, პროფესორი კონსტანტინე ნესტორის –ძე მეძველია დაიბადა 1907 წლის 25 აგვისტოს, ხონის რაიონის სოფელ ნახახულევში.
დაწყებითი განათლება მშობლიური სოფლის ოთხწლიან სკოლაში მიიღო (1980 წელს ამ სკოლას მისი სახელი მიენიჭა), შემდეგ კი ხონის ცხრაწლიან შრომით სკოლაში განაგრძო სწავლა. სწავლსი პერიოდში ლიტერატურული წრის ხელნაწერი ჯურნალის რედაქტორად აირჩეს. მან ლექსების, მინიატურების, მოთხრობების, ჩანახატების წერა და გამოქვეყნება დაიწყო აგრეთვე ქუთაისის და ხონის ჟურნალ გაზეთებში.
1926 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, ფილოლოგიის განხრით, რომელიც 1930 წელს წარჩინებით დაამთავრა და დატოვეს ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე ასპირანტად.
პროფესორმა მიხეილ ზანდუკელმა,მას სადისერტაციო თემად ჯურნალ ,,ცისკრის“ მწერლების ნაღვაწის შესწავლა – გამომზეურება დაავალა. ხოლო ასპირანტურის შემდეგ, იგი, მოსკოვის მ.ლომონოსოვის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტში მიავლნა, სადაც რუსულ–ქართული ლიტერატურის ისტორიას სწავლობდა.
1932 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი.
1933 წლიოდან მეძველია ახლად გახსნილ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობს.
1937 წელს დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია.
1948 წელს მისი პიესა ..მთების საიდუმლო“ დაიფგა ქუთაისის ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრში.პიესას მოჰყვა დრამატული ნაწარმოებები ,,შეხვედრა მეორედ“ (1958 წელს დაიდგა ზუგდიდის სახელმწიფო თეტრში, ,,ჩექმიანო ცოლის“ სახელწოდებით, ხოლო 1967 წელს ოთის თეატრში).
მე–19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის პრობლემებზე კ. მეძველიას  გამოქვეყნებული აქვს ხუთი წიგნი, ოთხმოცი ეცნიერული შრომა, ორასზე მეტი რეცენზია, გამოკვლევა,სტატია.
კონსტანტინე მეძველია ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს, დაინტერესდა ხელნაწერებისა და პირადი არქივების ბედით და დაიწყო მათი ქღწერა–მოწესრიგება. სწორედ მაშინ მოხდა  კ.მეძველიას ხლში კირილე ლორთქიფანიზის არქივი და მან ვრცელი მონოგრაფია დაწერა მის მრავალმხრივ მორვაწეობაზე. გარკვეული დამსახურება მიუძღვის პედაგოგთა მაღალ კვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში.
კ. მეზველია სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი (1940-1945წწ.) ამავე ინსტიტუტის პრორექტორი (1945-1960წწ.), რექორი (1965-1973წწ.).
1942 წლიდან იგი  სიცოცხლის უკანასკნელ დღმდე იგი ხელმძღვანელობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის კთედრას.
1960 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1962 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
ის იყო აკად. ნ.ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოთა და გელათის სახალხო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.
დაჯილდოვებულია საპატიო ნიშნის 2 ორდერით, 6 მედლით, საქართველოს უმაღლესი საბჭოთა პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.
1967 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
კონსტანტინე მეძველია გარდაიცვალა 1974 წლის 7 იანვარს.







არჩილ გურჯიძე (1915-1974)
ცნობილი პოეტი არჩილ ალექსანდრეს ძე გურჯიძე  დაიბადა 1915 წლის26 აპრილს, ჭიათურის რაონის სოფელ ბიღაში.
თოთხმეტი წლისამ გაზეთ ,,მუშაში“ გამოაქვეყნა პირველი წერილი, 1943 წელს კი ამ გაზეთის  კორესპონდენტია.
მისი პირველი ლექსი ,,ქალი ჰაერში“ 1935 გაზეთ ,,სტალინელში“ დაიბეჭდა.
სხვადასხვა დროს არჩილი გურჯიძე მუშაობდა ,,წითელი ჯვრის“ საზოგადოების თავმჯდომარედ კულტურის სახლის დირექტორად, სალექციო ბიუროს გამგედ.
1939 წელს კიევში სწავლისას საფუძვლიანად გაეცნო უკრაინულ მწერლობას. იგი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა უკრაინელი პოეზიის წარმომადგენლებთან.ა.გურჯიზე წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქუთაისის  პედაგოგიური ინსტიტუტისშ სამეცნიერო  ბიბლიოთეკას, ხელმძღვანელობდა ალ.წულუკიძის სახლ–მუზეუმს.
1956-58 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელ მდივნად,. იყო მწერალთა კავშირის პოეზიის სექციისბიუროს თავმჯდომარე, კინოგაერთიანების დირექტორი, ქუთაისის ქალაქკომის წევრი, ჟურნალ ,,რიონის“ სარედაქციო კოლეგიის უცვლელი წევრი.
 პოეტის სიცოცხლე ბრმა შემთხვევამ იმსხვერპლა 1974 წლის 1 აპრილს.











No comments:

Post a Comment