Tuesday, December 7, 2010

მწვანეყვავილას ისტორია

მწვანეყვავილა ულმაზესი ისტორიული ადგილია. ჯერ კიდევ 130 წლის წინ ნანგრევებს  შორის შემორჩენილი იყო ქვა ქართული ასომთავრული წარწერით, რომელიც გვაუწყებდა რომ ერთერთი ძეგლი (კერძოდ ბაზილიკური ეკლესია) 1013 წელს აუშენებიათ.    ისტორიული წყაროების მიხედვით მწვანეყვავილას მონასტერი წარმოადგენდა გელათის მიტროპოლიტის და იმერეთის მეფის მოძღვრის ზაქარია ქვარიანის რეზიდენციას.
თუმცა ისტორიული წყაროებიდან დასტურდება, რომ ადრე ეს ტერიტორია . აბაშიძის კუთვნილება ყოფილა და შემდეგში იგი ზაქარია ქვარიანის მამას შეუძენია და თავის საკუთრებად უქცევია. აღნიშნული ტერიტორია კიდევ უფრო გაფართოებულა იმერეთის მეფის გიორგი მესამის(1609-1639 წწ) მიერ , ნაბოძები მიწის ნაკვეთით. სწორედ ამ მიწებზე აუშენებია ზაქარია ქვარიანს ეკლესია, ციხე კოშკი და სახლკარი. ეს მომხდარა (1637-1639წწ) როცა ზაქარია ქვარიანი ჯერ კიდევ გელათის მიტროპოლიტი იყო.ეკლესია თავის დროზე მოხატული ყოფილა შესანიშნავი ფრესკებით შემდეგში ისინი ჟამთა სიავის გამო განადგურებულა და მისგან არაფერი დარჩენილა.
 უკანასკნელ პერიოდში ეკლესია ძალზე დაზიანებულა და მის არსებობას საბრთხე დამუქრებია. მე–20 საუკუნის 70 –წლებში ეკლესიის გადასარჩენად სარესტავრაციო სამუსაოები ჩაუტარებიათ და მისათვის სიცოცხლე დაუბრუნებიათ.
მწვანეყვავილას მთავარანგელოზობის ეკლესია გვიანფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურის ერთერთი საინტერესო ძეგლია.

No comments:

Post a Comment